fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ პანდემიის წნეხი ეკონომიკაზე მილევად რეჟიმშია – ანდრია გვიდიანი

13:38 მაისი 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკის შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 44.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 8.1 პროცენტი შეადგინა. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა სუსტდება.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. გარდა იმისა, რომ აპრილში 44.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში ზრდის ტემპმა 8.1 პროცენტი შეადგინა.

ამასთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია რომ იანვარ-აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია და აჭარბებს როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს. ამდენად, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, მიუთითებს, რომ პანდემიის წნეხი ეკონომიკაზე მილევად რეჟიმშია.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ასეთი ზრდა მთელი რიგი მიმართულებებით არის განპირობებული. მაგალითად, აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე 93.4%-ით მეტია, ხოლო ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4876 ერთეულს გაუტოლდა. ასევე, 2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 141%-ით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ფაქტორი. ამ კუთხითაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მლნ დოლარი ჩაირიცხა, რაც 48%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე და 34%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება”, – განაცხადა გვიდიანმა.

 

 

თეგები: ანდრია გვიდიანი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ ასახავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას – ანდრია გვიდიანი

ივნისი 2, 2021
801
ეკონომიკა

სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა – გვიდიანი

მაისი 27, 2021
964
პოლიტიკა

„ლარის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია” – ანდრია გვიდიანი

მაისი 21, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია