fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ლარის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია” – ანდრია გვიდიანი

19:06 მაისი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

ბოლო ათი დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით,12 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსის მსგავს ცვლილებას, სპეციალისტები ეკონომიკის გამოცოცხლებას უკავშირებენ. ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინები და ბოლო დროს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებია.

“ეროვნული ვალუტის გამყარება რამოდენიმე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფაქტორით არის განპირობებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იგრძნობა თითქმის ყველა იმ მიმართულებით, რაც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 141%-ით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება უკვე აშკარაა.

შესაბამისად, ეს ფაქტორი, ბუნებრივია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლარის კურსის ფორმირებაში. ასევე გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის მონაცემები. კერძოდ, ექსპორტი 70.0 პროცენტით გაიზარდა და სულ 378.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ფაქტორი. ამ კუთხითაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც 48%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე და 34%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) პერიოდს.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, ლარის კურსის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია”, – განაცხადა გვიდიანმა.

ეკონომისტის აზრით, ლარის გამყარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მტავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.

“როგორც ვხედავთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემსუბუქდა კოვიდ-რეგულაციები. თითქმის ყველა სისტემური შეზღუდვა უკვე მოხსნილია და ნელ-ნელა ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უბრუნდება. შესაბამისად, შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა გაზარდა ეკონომიკური აქტივობა, რაც, ცხადია, ლარზე დადებითად აისახა. ამასთან, აუცილებლად ხაზგასასმელია ვაქცინაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები. როგორც ვიცით, იმუნიზაციის ტემპი საბედნიეროდ თანმიმდევრულად იზრდება. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სწრაფი ტემპით ზრდა აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს როგორც ბიზნესსექტორში, ისე საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები, როგორც წესი კონვერტირდება ხოლმე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში. ამდენად, მსგავსი ტიპის მოლოდინების მართვას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს”, – აღნიშნავს გვიდიანი.

ანდრია გვიდიანის თქმით, ლარის კურსის გამყარებაზე ასევე იმოქმედა ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაში გამოიხატება. “ლარის კურსზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ეროვნული ბანკის საქმიანობა და მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ახდენს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიურმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, მნიშვნელოვანი რისკები გააჩინა ინფლაციასთან მიმართებით.

შესაბამისად, სებ-მა 28 აპრილის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა და განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე, გაზარდა. ცხადია, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გაცვლით კურსზეც და სხვა ფაქტორებთან ერთად, გამყარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდა”, – აცხადებს გვიდიანი.

თეგები: ანდრია გვიდიანი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ ასახავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას – ანდრია გვიდიანი

ივნისი 2, 2021
801
ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ პანდემიის წნეხი ეკონომიკაზე მილევად რეჟიმშია – ანდრია გვიდიანი

მაისი 31, 2021
790
ეკონომიკა

სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა – გვიდიანი

მაისი 27, 2021
964

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია