უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“, შესაძლოა, შალვა შავგულიძემაც დაოტოვოს. ამის შესახებ მან „ღამის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, „ევროპული საქართველოს“ პარლამენტში შესვლის არავითარი ინტერესი არ აქვს.
„წინასწარ ვამბობდით, რომ ხოშტარია გავიდოდა და გავიდა, გაყვება სავარაუდოდ შავგულიძე. ნაკაიძე და ახვლედიანი არ არიან მათი წევრები და რჩება ერთადერთი ბაქრაძე, და ბაქრაძეც არ არის მათი ლიდერი, ყველამ ვიცით, რომ ბოკერია წყვეტს ყველაფერს. ხოშტარია და შავგულიძე იყვნენ ყოველთვის ერთად და ერთად აპირებდნენ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია ამბობს, მას ახალი პლატფორმის შემქნა სურს.











