თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ GWP ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა.
„დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შეფერხება იყო თბილისის მეტროშიც.










