„ორი კვირის ვადა აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ დააკომპლექტოს ეს კომისია. კი, იყო ასეთი აზრი, რომ ვიქნებოდი ამ კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტების, შეკითხვაზე, შეთავაზება მიიღო თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, ელისაშვილმა განაცხადა: „კი, აბა, ბოკერია ვერ შემომთავაზებდა“. კი, „ქართული ოცნებისგან“ იყო შემოთავაზება, ხომ არ ვიქნებოდი ამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბერს.
„ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით. უბრალოდ, ჩვენს პარტიას, რომელიც დაარსდა და დარეგისტრირდა არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, რომელსაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები გვყავდა, საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ გვყოლია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.











