“ვინ არიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომ მათ ბალანსი შეცვალონ პარლამენტში?! ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს, ალბათ, ვითომ ოპოზიციონერის როლს, ამაშიც ფულს აიღებს”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
„იყვირებს ოღონდ იქნება განსაზღვრული რაზე შეიძლება იყვიროს და რაზე არა, რაღაცებზე ხმამაღლა იყვირებს და არ ვიცი, ჩვენი საზოგადოება ისე ბრიყვი თუ იქნება, რომ მაგის ოპოზიციონერობას დაიჯერებს, ეგ ცალკე თემაა. ბალანსი პარლამენტში არ შეცვლილა, პარლამენტი როგორც იყო ერთპარტიული, ისევე ერთპარტიულია. ჯერ ერთი პარტია „მოქალაქეები“, როგორც პარტია, საერთოდ არ არსებობს, მას ჰქვია პარტია და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რაც არის, ისიც ბიძინა ივანიშვილის ფულით არის შექმნილი.
არ მინდა ალეკო ელისაშვილზე და არც ამ მემურანდუმზე საუბარი, ეს არ არის დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტის პროვოკაცია. არ მიმაჩნია სერიოზულად. ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე გაყიდული იყო, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იღებდა მონაწილეობას და ახლაც იმიტომ დაეხმარა ხელისუფლება, რომ ეს როლი ეთამაშა ოპოზიციაში, რა როლიც ითამაშა და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამ არარაობაზე ამდენი?“- განაცხადა ბურჯანაძემ.











