„მოქალაქეების” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ ილაპარაკა
„ევროკავშირი რომ გეუბნება გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანს ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს ხომ? ყაჩაღი, მძარცველი, „ბანდიტი“, კაცის მკვლელი რომ იყო, ევროკავშირი არ გეტყოდა… თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს უბრალოდ. ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს, მანამდე ნათქვამ სიტყვებზეც, ახლა ნათქვამ სიტყვებზეც. გამოვა და ყველა იქნება ამის შემსწრე, რას ვეტყვი, როგორ ვეტყვი და როგორ პასუხსაც მიიღებს ჩემგან. ასე ზის, თუ ისე, ციხეში ზის რეალურად ხომ? – არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი“, – განაცხადა ელისაშვილმა.











