პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, აუცილებელია დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.
„პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო, დროებითი კომისია. რათა დადგინდეს, ეს ჩანაწერი იყო თუ არა ავთენტური და ჩანაწერში საუბრის დროს ბატონი ჩუბინიძე და ღარიბაშვილი იკავებდნენ თუ არა თანამდებობებს. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











