„ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს. კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა ბატონი დანიელსონი”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“რა იქნება არ ვიცი, ან რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა, მაგრამ მე ვიცი რა უნდა იყოს – უნდა იყოს ის, რომ 5 თვის თავზე უნდა დავასრულოთ ამ ქვეყნის წვალება და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მე ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მოხდება თუ არა კაცმა არ იცის.
წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს, როცა ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ „კომპრომისი არ არის სისუსტე“, „თქვენი პარტიის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენეთ“, „პასუხისმგებლობით შეხედეთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, „ერთადერთი, ვინც ამ გაჯიუტებით ხელებს იფშვნეტს და იცინის არის რუსეთი“ – ამის მეტი რა უნდა გვითხრან? წესით ძალიან უნდა გვრცხვენოდეს, რომ რეალური მზაობა უნდა გვქონდეს კომპრომისებისთვის, მაგრამ გაჯიუტებულები ვართ აგერ უკვე 5 თვეა“, – განაცხადა ელისაშვილმა.











