fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ელისაშვილი „ოცნების“ შეთავაზებულ პირობას ასაჯაროებს და მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს

15:55 მარტი 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.1k
ნახვა

მთელი ამ ხნის განმავლობაში, აღარც მახსოვს, შვიდი, რვა თუ ათი საათი ვიყავით იქ, ურთიერთობაც და საუბარიც იყო საკმაოდ კონსტრუქციული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი.

„შედეგი იყო ის, რომ შედეგი არ გვქონდა და მოლაპარაკება ჩაიშალა. ახლა ყველა ერთმანეთს აბრალებს, ვინ უფრო დამნაშავე იყო, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი. ძალიან დიდი გულისტკივილით ვიტყვი, რომ ჩაიშალა და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ შევთანხმებულიყავით, რადგან მთლიანად ევროკავშირია ჩართული და ადამიანი საგანგებო მისიით იყო ჩამოსული, ამდენი ხანი დაკარგა ჩვენთან მოლაპარაკების დროს. სამწუხაროდ, უშედეგოდ. არ მგონია, ეს არის საბოლოო და ახლა ჩვენზე ხელს ჩაიქნევენ, ზურგს შეგაქცევენ, შესაძლოა, რაღაც ფორმით ისევ გაგრძელდეს ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ორივეს მხრიდან, მაგრამ ფაქტი არის ეს.

ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პოლიტიკური მართლმსაჯულების, ასე პირდაპირ რომ წერია, მათ შორის პროკურატურის, მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი და ხელს რომ კრავ, გადააგდებ მაგიდიდან იმ მოტივით, რომ ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი გინდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი. თითქმის ნახევარი წელი გავიდა 31 ოქტომბრის შემდეგ, ამოწურა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. როდესაც მაგიდაზე დევს ისეთი ისტორიული საკითხი, როგორიც არის სასამართლოს და პროკურატურის რეალური რეფორმა, არა რაღაც ტყუილი ტალღები, არამედ რეალური რეფორმის საკითხი და ამაზე უარს ამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა იყოს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს არის ჩემთვის უბრალოდ აუხსნელი და გამაოგნებელი. ეს საკითხი მოლაპარაკებათა მაგიდაზე იდო და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჰქონდათ კონცენტრირებული ყურადღება ჩვენს პარტნიორებს. იქით იყო საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, საარჩევნო რეფორმირების საკითხი და რაც იქ ეწერა, ყველაფერი ჩვენს კანონპროექტში ასახულია. ასევე, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი. პოლიტპატიმრების საკითხზე იყო სურვილი, რომ ეს მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო  საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა მიუღებელია ოპოზიციისთვის,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 

თეგები: ალეკო ელისაშვილი

დაკავშირებული სტატიები

სიახლე

ელისაშვილი: სააკაშვილმა ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო

ნოემბერი 29, 2021
1.6k
პოლიტიკა

მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა – ალეკო ელისაშვილი

ოქტომბერი 15, 2021
824
საზოგადოება

გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ნარკოტესტზე კამპანიას სალაპარაკოდ არ გავხდიდი – ალეკო ელისაშვილი

სექტემბერი 17, 2021
770

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია