fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

EMC ბუკნარში მომხდარი კონფლიქტის გამო რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

13:36 იანვარი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

14 და 15 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (EMC)-მ იმსჯელა. ორგანიზაცია უშუალო დაკვირვების და ინტერვიუების საფუძველზე სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებაა, ორგანიზაცია მის მუშაობას არაეფექტურად აფასებს. მათი თქმით, სააგენტოს არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაუჭრია, სამაგიეროდ მკვეთრად რეგრესიულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს აჟღერებს.

„ვფიქრობთ, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დგინდება, რომ სოფლის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის აშენებას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმმა თემმა ეს ფაქტი უარყო და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას განუმარტა, რომ მხოლოდ პარასკევის ლოცვის კოლექტიური შესრულება სურდათ, ამ აღიარებამ და დაპირებამ მეზობლებს შორის დაძაბულობა ვერ გადაჭრა“,- წერს EMC.

EMC წერს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ამ კონფლიქტებს სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ მოჰყოლია. მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბუკნარში და სხვა ამგვარ თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.

  • საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  • გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  • სხვადასხვა უწყების ერთობლივი მონაწილეობითა და ინტერდისციპლინური ცოდნებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, შეიმუშაოს და განახორციელოს სოფელ ბუკნარსა და რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების მქონე ან რისკის წინაშე მდგარ თემებში სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული გრძელვადიანი სამუშაოები.
  • საქართველოს პარლამენტმა რელიგიის თავისუფლების სფეროში მთავრობის პოლიტიკა დაუქვემდებაროს თავის საგანგებო ზედამხედელობას;
  • სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის ქვეშ არსებულ რელიგიათა საბჭოს, ადამიანის უფლებათა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციების შუქზე დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  შეისწავლოს ბუკნარის სკოლაში გაუცხოების შემქმნელი ვითარების მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა მათ აღმოსაფხვრელად;
  • შეიმუშაოს სპეციალური გაიდლაინები და პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შესაქმნელად, და აღნიშნული პროგრამები პირველ რიგში კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემების სკოლებში დანერგოს.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და სათანადო რეაგირების გაიდლაინი, რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს დაეფუძნება;
  • კიდევ უფრო გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.
  • საქართველოს პროკურატურას გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს თავისი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშაოს თანასწორობის მხარდამჭერი პროგრამები მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ სოფლებში, და განსაკუთრებით გააძლიეროს მულტიკულტურული მიდგომების დანერგვა ადგილობრივი კულტურის პოლიტიკაში;
  • გააღრმაოს თავისი თანამშრომლების ცოდნა რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მართვის სფეროში.

შეგახსენებთ, 14-15 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა.მუსულმანები მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვდნენ, რასაც მართლმადიდებლები აპროტესტებდნენ.დავა კონფლიქტში გადაიზარდა. საბოლოოდ კი მხარეების შერიგება მოხდა.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი 

თეგები: emcბუკნარიდაპირისპირება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიული არჩევნების კამპანიაში – კარლ ჰარცელი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

სექტემბერი 22, 2021
816
მთავარი ამბავი

პოლიციამ წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დმანისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სექტემბერი 22, 2021
775
საზოგადოება

პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

სექტემბერი 7, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია