“ამ წუთებში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერაყის დედაქალაქის ქუჩებში პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებები გამოჩდნენ.
“ქუჩებში გამოვიდნენ პროირანული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ითხოვენ თავიანთი მომხრეების განთავისუფლებას (მათ ბრალად ედებათ აშშ-ს საელჩოზე სარაკეტო თავდასხმის ორგანიზება). ბევრმა ეს გამოსვლა უკვე შეაფასა, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად.
მათ საპირწონედ მალევე ქუჩებში გამოვიდნენ ერაყის სპეცდანიშნულების ნაწილები, რომლებიც დაიცავენ სამთავრობო შენობებსა და აშშ-ს საელჩოს.
გავრცელებული ინფორმაციით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ერაყსა და კატარში. ამავე ცნობებით, ერაყის საჰაერო სივრცეში უკვე გამოჩნდნენ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებიც. ცხადია, რომ ისინი სამთავრობო ძალებს დაუჭერენ მხარს.
რეალურად ეს არის რეგიონში მიმდინარე ირან-აშშ-ს დაპირისპირების კიდევ ერთი ფურცელი, რომელიც შეიძლება აალდეს ირანელი გენერლის სოლეიმანის ლიკვიდაციის წლისთავის მოახლოვების პარალელურად”, – წერს ზურა ბატიაშვილი.











