ერაყის სამხრეთ ნაწილში გაზსადენის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 2 და დაშავდა 51 ადამიანი.
გარდაცვლილები ბავშვები არიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ სამავასთან მოხდა.
დაშავებულთა შორის ცხრა მეხანძრეა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.











