ქალაქში სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დღეს ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადა იწურება, რომლის გასვლის შემდეგაც ისინი მასობრივ გამოსვლებსა და გზების ბლოკირებას აპირებენ.
13 ოქტომბერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 25 ოქტომბერს იწურება.











