„ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია. რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სურს, მოვუწოდებთ – შევჯერდეთ უახლოეს დღეებში“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
’’ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია ივანიშვილის გარანტირებულად დასამარცხებლად . ამ მხრივ, უკვე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია – თბილისის საერთო მაჟორიტარების დასახელება.
ახლა რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ – სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა – ენმ გადაწყვეტილება იგივე დარჩა – ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას – გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთანხმდეთ რეგიონებში საერთო ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე.
თუ ენმ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას შეცვლის და თბილისს გარდა რეგიონებშიც კოორდინირების სურვილი ექნება – კარი ღიაა კოორდინაცია აუცილებელია და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია . რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სურს, მოვუწოდებთ – შევჯერდეთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.











