fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ენმ-ს კანდიდატი თელავში, გიორგი ბოტკოველი, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს

15:11 ნოემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.

„მადლობა ჩემო თანამებრძოლებო, მადლობა შრომისთვის, მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ საერთო ბრძოლისთვის, ეს ქვეყნისთვის ბრძოლაა!

არცერთი ნაბიჯი უკან, არალეგიტიმაცია, არანაირი მეორე ტური, „ივანიშვილის სპეცოპერაციას“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ!

გპირდებით, დავიცავ თქვენი ბრძოლის ფასს, დავიცავ ყველა იმ პატრიოტი ადამიანის ხმას, რომელი პატრიოტებიც არ შეშინდნენ, არ გაიყიდნენ არ უღალატეს მთავარ პრინციპს – საკუთარ ოჯახს და შვილებს!

ბრძოლა ბოლომდე, საქართველოს გადასარჩენად!“, – ამბობს ბოტკოველი.

დამაზუსტებელ კითხვას, კანდიდატმა უპასუხა, რომ მსგავსი განცხადება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას ნიშნავს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ბოტკოველის მთავარი კონკურენტი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი იყო.

ოთხი მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნის მონაცემებით, ქადაგიშვილმა, არჩევნებში მონაწილეთა 46, ხოლო ბოტკოველმა- 40% მიიღო. შედეგის მიხედვით, მე-10 საარჩევნო ოლქში, კანდიდატებს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება უწევთ.

ოლქში მოსალოდნელი მეორე ტურის შესახებ, ინფორმაცია, დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რეზო გაიპარაშვილმაც დაადასტურა.

ამომრჩევლის აქტიურობამ კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, საშუალოდ, 60% შეადგინა.

კახეთის მეორე, გურჯაანი- საგარეჯო- დედოფლისწყარო- სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში, ცესკოს მონაცემებით, პირველივე ტურში, 51%-ით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა.

მისმა მთავარმა კონკურენტმა, ერთიანი „ნაციონალური“ მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30% მიიღო.

კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის ორი მანდატის მოსაპოვებლად, სხვადასხვა პარტიის 37 კანდიდატი მონაწილეობდა.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: ხათუნა გულაიშვილი

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია