აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის „კატასტროფა“ უწოდა.
როგორც ტრამპი ამბობს, ხალხი დაიღალა ფაუჩის მოსმენით.
„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა.
ხალხი ამბობს : უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მას დონალდ ტრამპის დაინფიცირება არ გაჰკვირვებია. აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გამოჩანმრთელდა და საარჩევნო კამპანიასაც დაუბრუნდა.











