საქართველოში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება.
9 მარტის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 129 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 10.











