30 წლამდე ქალი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
„ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. არის ინტუბირებული. ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.











