ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე,-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქეული მედია ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, თურქეთმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია.
„ადგილობრივ ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიეთ. ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე”, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ვაქცინების განვითარებას ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში.
„ზოგიერთი მათგანისთვის წინასწარი შეკვეთა მიცემული გვაქვს. იმედია, ამ თვის ბოლოს ვაქცინაციას დავიწყებთ,“ – აღნიშნა ერდოღანმა.
როგორც გამოცემა წერს, ვაქცინის კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობას 44 მონაწილე იღებს. ჯერჯერობით გვერდიღი მოვლენები პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა.











