თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ ხალხსა და პირადად ილჰამ ალიევს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
„ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა! ჰეიდარ ალიევის სული ხარობს! აზერბაიჯანელი ძმების სიხარული ჩვენი სიხარულიცაა! ვიმედოვნებ, თურქეთი და აზერბაიჯანი შემდგომშიც განაგრძობენ საერთო მომავლის შენებას“, – დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











