თურქეთი იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი ასევე სათანადო ყურადღებას გაამახვილებს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ჩვენ არ გვაქვს ცრურწმენა და მტრობა ვინმეს მიმართ. ჩვენ დღემდე მივრბოდით მათკენ, ვინც ერთი ნაბიჯიც კი გადმოდგა ჩვენკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ იგივე გულწრფელობა და ოპტიმიზმი,“ – განაცხადა ერდოღანმა.











