სომხეთის დედაქალაქში დღეს, 11 ნოემბერს დემონსტრაციაა დაგეგმილი. Ekhokavkaza-ს ცნობით, მიტინგი ერევანში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება. ამის შესახებ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ძვირფასო თანამემამულეებო, სამწუხაროდ, გუშინ დაიწერა ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო გვერდი. ჩვენი და იმ ჯარისკაცების ზურგს უკან, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ მიწასა და სახელმწიფოებრიობას. ამჟამად უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური ერთიანობა, შიდა არეულობებისა და პროვოკაციების გამორიცხვა. 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე ერევანში, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება გეგმა, თუ რაში ვხედავთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად











