ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია „აყვავებული სომხეთის“ ოპოზიციონერი ლიდერი, გაგიკ წარუკიანი დააკავეს.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერევანში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სომხეთი პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებენ.











