fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მა მიიღო მონაწილეობა – სოფო გორგოძე

13:37 ივლისი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
846
ნახვა

„2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა“ – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია.

„დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როცა ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად,  ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გორგოძის თქმით,  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,  მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება 4 აგვისტოს ჩათვლით.

„მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი, ასევე  მაგისტრობის მსურველები, რომლებიც 1 და 4 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

ასევე როგორც მან განმარტა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოცდების ჩაბარებას, სპეციალური წესით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.

„რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან,  მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი, შესაბამისად ისინი ამ ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან. თუმცა თუ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა და ჩააბარა გამოცდები,  ჩვეულებრივ მონაწილეობს ამ პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული წესით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს მომზადებული ამის შესახებ“, – განაცხადა გორგოძემ.

თეგები: ერთიანი ეროვნული გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

აგვისტო 30, 2021
802
მთავარი ამბავი

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

აგვისტო 3, 2021
824
საზოგადოება

დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა

ივლისი 27, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია