1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0064 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











