“რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ”, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
“რეგლამენტის გათვალისწინებით, დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტი იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეის საკითხზე იმსჯელებს, ვინც განცხადებები შემოიტანა. რეგლამენტი პროცედურულად გაგვალდებულებს საკითხი პირველივე სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. ვისაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვერ დაუკავშირდა პოზიციების გადასამოწმებლად, მათ მიერ დაწერილი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, ჩვენთვის ინდიკატორი იქნება, ეს ადამიანები კენჭისრის დღეს იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











