„ჩვენ ვართ ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, ასე რომ რამდენიმე საათი გვაქვს დარჩენილი საბოლოო გამარჯვებამდე“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა მივიდეთ არჩევნებზე.
„მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა და საღამოს უკვე ერთად აღვნიშნოთ რუსთაველის გამზირზე გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილება“,- აცხადებს უდუმაშვილი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ჯერჯერობით, ყველაფერი მიდის სუპერ გეგმის მიხედვით – მიხეილ სააკაშვილი











