fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერთი ადამიანის მკვლელობაში და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი პატიმრობიდან განთავისუფლდა

15:37 მარტი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
875
ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩულმლაყში , 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადა, 2021 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

49 წლის მამაკაცის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი, პრაიმტაიმთან განმარტავს, რომ მას საზოგადოებრივი მართლმსაჯულების იმედი აქვს, რადგამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შემთხვევის დროს მხოლოდ თავს იცავდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დიალიზის საჭიროების მქონეა, მე ახლა დაცვის ტაქტიკას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ თავის დროზე, გავაკეთე კომენტარი, რომ მას ფიზიკური ძალები არ ეყოფოდა ასეთი დანაშაულისთვის, თუ იქ არ იყო სხვა გარემოებები. 9თვიანი ვადა გავიდა, ბუნებრივია უნდა გამოეშვათ. ახლა საზოგადოებრივი მართლმსაჯულების იმედი მაქვს”-განაცხადა ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 39 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მძიმედ დაჭრეს კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილს მკურნალობა, გურჯაანში, კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაში ჩაუტარეს.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უთანხმოება სუფრასთან ყოფნის შემდეგ დაიწყო, როცა მეგობრები, სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიაში გავიდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

გარდაცვლილი და დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახები, ბრალდებულის განთავისუფლების ფაქტზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

საბოლოო ვერდიქტს, მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 12 წევრის შერჩევის შემდეგ გამოიტანს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრად მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: პატიმრობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2021
930
სამართალი

პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

აგვისტო 26, 2021
773
სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება 

ივლისი 16, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია