„ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს“,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახეზე მაინც ერთპიროვნული პარლამენტი გვაქვს.
„ოპოზიციური პარტიები დღემდე ვინარჩუნებთ ერთიან პოზიციას. ჩვენ ვიმოქმედებთ ერთიანად, ვინაიდან ყველას შეგვეხო გაყალბებული არჩევნები. შესაბამისად, ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს, რომლის წინაშეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას – ეს არის ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესასვლელად მზადაა











