ერთმანეთზე ორივე მართალს ამბობენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შესახებ განაცხადა.
„მგონია, რომ გახარია კობახიძეზე და ამ მეორე ფრთაზე რასაც ამბობს, კორუფციაზე, და ის, რასაც მასზე ამბობენ ახლა, ორივე სიმართლეა. ორივე მართალს ამბობენ ერთმანეთზე. მათ შორის, იმიტომ, რომ ისენი ყველანი ერთი პოლიტიკური კულტურის ნაწილი იყვნენ. რა თქმა უნდა, გახარია, რომელიც დღეს პერსონალურად დაპირისპირებულია კობახიძესთან და ივანიშვილმა საჯაროდ კობახიძის მხარე დაიჭირა, ამ ვითარებაშიც კი პოლიტიკურად არაფერ განსხვავებულს არ ამბობს.”, – ამბობს ბოკერია.











