მონტენეგროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ.
ლეგალიზებას მხარი საბოლოოდ 46-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინფორმაციას ორგანიზაცია OutRight Action International ავრცელებს.
ახალი რეგულაციით, ერთნაირსქესიან წყვილებს იგივე უფლებები ექნებათ, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს, თუმცა ბავშვის აყვანის უფლებით ვერ ისარგებლებენ.











