პარლამენტმა 80-ხმით, 27-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო.
ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.
მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.











