fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერთპიროვნული მმართველობის სურვილი და კოალიციის საჭიროება – ლიდერების ტექნოლოგიური ხრიკი

17:53 ოქტომბერი 5, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
942
ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს პროგნოზირებს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „ენმ – ძალა ერთობაშია“ 40-50% -ს აიღებს და ერთპიროვნულად დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“.

 

თუ არჩევნებს გააყალბებენ, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ – სააკაშვილი„ნაციონალურ მოძრაობას“, ამ შემთხვევაში, გაერთიანებულ ოპოზიციას, შეუძლია, ერთპიროვნულად დაამარცხოს ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ ივანიშვილს, მაქსიმალურად ფართოდ ჩავრთავთ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს და არამხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს, ქვეყნის მართვის პროცესში” – მიხეილ სააკაშვილი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ერთპიროვნულ მმართველობას აანონსებს „ქართული ოცნება“. აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობა გამორიცხულია.

 

ირაკლი კობახიძე - ვიკიპედია„დღევანდელი განწყობა არის ასეთი, რომ კოალიციური ხელისუფლება გამორიცხულია, რადგან „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეუძლია, ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სტაბილურად გაგრძელდეს ჩვენი დემოკრატიული განვითარება“ – ირაკლი კობახიძე

 

 

„ევროპული საქართველო“ კი მუდმივად კოალიციის შექმნაზე საუბრობს. როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, მათი მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა და მთავარი პრობლემა წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზებაშია.

 

გიგა ბოკერია: ეს რამდენიმე თვე, სანამ ხელისუფლებაში არიან, თავი დაანებონ ამ სისულელეებს – IPRESS.GE„კმაყოფილი ვიქნებით როცა დავამარცხებთ მიძინა ივანიშვილს და შევკრავთ კოალიციას „ევროპული საქართველოს“ ლიდერობით. ივანიშვილი შეეცდება პოლარიზებას, სააკაშვილის სახელს ახსენებენ ხშირად, მათი პროპაგანდაა, რომ ოპოზიცია არის მხოლოდ სააკაშვილი. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს. ამ არჩევნებში ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და არა ვიღაცის ხელისუფლებაში დაბრუნება, სააკაშვილის მათ შორის“- გიგა ბოკერია

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ოპოზიციური ერთობის მუდმივი მასპინძელია, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობას და კოორდინაციას ხელი შეუწყოს. ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილმა თანამდებობებზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს.

 

ნათელაშვილი: 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს • ტაბულა„მე მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე ოცნებებს თავი დაანებოს. საკმარისია, ის ვალდებულია მორალურად, პოლიტიკურად ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას, პუტინისტური რეჟიმის მოცილებას, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ სიმაღლეებზე გადაყვანას და არცერთ შემთხვევაში არ მოგვაბეზროს თავი პრემიერ-მინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, პოლიტიკური რეიტინგებით და საკუთარ სიაში ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერით“,- შალვა ნათელაშვილი.

 

 

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტიების ერთპიროვნულად გამარჯვების შანსებს განიხილავს და მთავარი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან კოალიციის გამორიცხვას, ტექნოლოგიურ მეთოდად აღიქვამს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ერთპიროვნული გამარჯვების შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობას“, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებთან კოალა~იციაზე საუბარს დაიწყებს.

 

„ერთადერთი შანსი ერთპიროვნული გამარჯვების აქვს „ქართულ ოცნებას“, ამას აჩვენებს ძალიან ოპოზიციურად განწყობილი კვლევებიც. სხვას, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ექსკლუზიურად გამარჯვების შანსი არ აქვს. პოლიტიკის თამაშის წესია ასეთი, პოლიტტექნოლოგიურად ამომრჩეველში მხნეობა უნდა გააღვიძო და მოახდინო ძალის დემონსტრირება. რომც იცოდე, რომ ვერ იგებ მაინც უნდა იძახო, რომ იგებ. არ მგონია, რომ სააკაშვილი ისეთი სულელია, არ ესმოდეს. ამით პოლიტიკურ ამოცანას მიმართავს, რომ მაქსიმალურად მოაბილიზოს ამომრჩეველთა ხმები.

სააკაშვილი ეხლა ლაპარაკობს ასე, როცა არჩევნები ჩაივლის, ის კოალიციაზე ისაუბრებს, ეს ყველამ იცის, ვინც პოლიტიკითაა დაკავებული. პოსტსაარჩევნო პერიოდში ეს მოლაპარაკებები შედგება“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის ფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორებიც. ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას, კოალიციის ფორმირების შემთხვევაში, და „ქართულ ოცნებას“, ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლები ექნებათ.

 

„ჩემი ამჟამინდელი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ დაკარგავს ბევრ პროცენტს, იმასთან შედარებით, რაც მანამდე ჰქონდა, წინა არჩევნებში.  ასევე, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძალიან დაბალანსებულია პოტენციური კოალიციების კუთხით. „ქართული ოცნება“ კოალიციაში შევა ან „პატრიოტთა ალიანსთან“, ან რომელიმე სხვა მცირე ზომის პარტიასთან, რადგან, 1%-იანი მაჩვენებელიც კი ძალიან მნიშნველოვანია ახლა და ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს.

ამასთანავე, ოპოზიციის ბლოკი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია და თუ ძალებს გააერთიანებენ მთავრობის შესაქმნელად, თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლები აქვთ.“- მარკეტა გრეგოროვა

 

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია