ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია… მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი,“ – წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი რარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახში რამდენიმე დღის წინა პირადად იმყოფებოდა და ოჯახს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქართველის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.











