„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი”, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ხმებს მისი და ირაკლი კობახიძის დაპიისპირების შესახებ.
მისი თქმით, ჟურნალისტები „სისულელეებს იგონებენ”.
“რაზეც საუბრობენ, არის შემთხვევები კალაძე-კობახიძე, შემდეგ ღარიბაშვილი-კობახიძე, ღარიბაშვილი-კალაძე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები, მიზანმიმართული და კონკრეტულად ხდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ მმართველ გუნდში არის დაპირისპირება. შემდეგ მოდიან, გისვამენ კითხვას, თვითონ იგონებენ სისულელეს, შემდეგ მოდიან, გისვამენ კითხვას და შენ ვალდებული ხარ, ამ შეკითხვაზე უპასუხო. აი, ეს არის მარტივად”, – ამბობს კალაძე იმედის ეთერში.











