„ეს არის მცდელობა, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლისთვის ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი, ძალიან პრობლემური, მაგრამ გარკვეული ალიბი. თუმცა, ეს გაუჭირდებათ მათ, რადგან მათ აქვთ არაერთი მიმართულებით მძიმე მდგომარეობა”,- ასე ეხმიანება „ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი 18 ივლისს პარლამენტში დაგეგმილ შს მინისტრის მისვლას.
“გომელაურის მოსვლის მოთხოვნა ჰქონდა ოპოზიციას და შესაბამისად, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ რეალური პროცესი და არა ის, როცა აქ პრემიერ- მინისტრი იყო მოსული და თითქმის არც ერთ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური 18 ივლისს მივა.











