ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში და ამის გარჩევა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე.
ვაშაძის თქმით, მასთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიდიან და თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვენ.
“მათგან [ენმ-სგან] განსხვავებით არ ვისაუბრებ არც „ტაბურეტკაზე“ და არც სავარძელზე. ვფიქრობ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვინც ქართული ოცნება ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, გამოგვაცხადეს მოღალატეებად. დღეს განვმოღალატევდით, ჩვენ ხომ აღარ ვართ ახლა მოღალატეები. პირიქით – მოდიან და გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანიდატებს მხარი დაგვიჭირეთო.
ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში და ამის გარჩევა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა, 15-მა ადამიანმა დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ. იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს იყო სწორი გზა ქართული სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის დამადასტურებელია დელეგაცია დელეგაციაზე. სხვებს რაც შეეხებათ, მათ რიტორიკა შეიცვალეს. ამას მივესალმები. იმედი მაქვს, ცვლილებებზე, რომელსაც ვარეგისტრირებთ, მხარს დაგვიჭერენ ხოლმე”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.










