fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება – თალაკვაძე ნიკა მელიას დაკავებაზე

12:24 თებერვალი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

“სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება”, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

მისივე თქმით,  ნიკა მელიას დაკავება კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებაა.

“როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.

თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა. სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესში.

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება, საკუთარი არგუმენტები წარადგინოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: არჩილ თალაკვაძენიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

ნოემბერი 15, 2021
969
პოლიტიკა

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA

ოქტომბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია