fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს დღე განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს – გიორგი ვაშაძე

10:05 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

„ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა“,- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანთან განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი. გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ოჯახთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად მოვედი. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.

ყველას ვთხოვთ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია ​საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს დღე განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგიორგი ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
795
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 10, 2021
788
პოლიტიკა

შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ – გიორგი ვაშაძე

ოქტომბერი 2, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია