რეიტინგული კვლევითი ორგანიზაციებისთვის საქართველოსნაირი ქვეყანა ფულის საკეთებელი არეალია. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რეიტინგული გამომკვლევი კომპანია აშშ-ში და ევროპაში შესაძლოა, სარგებლობდეს ავტორიტეტით. იქ ქრთამს ვერ აიღებ, საიდუმლო მოლაპარაკებებს ვერ გამართავ და გამოკითხვას ვერ გააყალბებ, მაგრამ აქეთ ჩვენი ზონა მათთვის არის ფულის საკეთებელი არეალი. ეს „იფსოსები“, იგივე ის, ვინც ჩამოჰყავთ აქეთ, ეგენი დაჩვეულები არიან, თიბავენ მწვანე დოლარებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











