ეს იყო ძალიან კარგი და ჯანსაღი დისკუსია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს იყო ძალიან კარგი და ჯანსაღი დისკუსია. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია, როგორც იყო წარმოდგენილი ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტშიც ჩვენ გვინდა, რომ ისეთი ოპონირება იყოს, რაც დღეს აქ ვნახეთ,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით გაიმართა.











