რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია პოლიტიკური თვითპატიმარი იყო, ამის შესახებ სუბარმა “ქრონიკასთან” განაცხადა.
„ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა, ადამიანი რომელმაც თქვა, რომ კანონს არ დავემორჩილებიო, რომელმაც თქვა, რომ არ გავიკეთებ სამაჯურსო, არ გადავიხდი გირაოს და კანონი არ მაინტერესებსო, ნურც ნურავინ გაბედავს, რომ გირაო გადამიხადოსო, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი თამაში, დათანხმდა შეთანხმებას, რომელსაც მისი და მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე მივაღწიეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, დღეს ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.










