“ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული“,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მცხეთაში ზაალ უდუმაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წელს მცხეთაში არჩევნები მოიგეს და წელსა ასევე იქნება.
“მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას“,- აღნიშნავს მელია.











