„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება რაც ეხება რუსეთ-საქართველოს ომს და საქართველოს სარჩელი, რომელიც ეხებოდა ძალიან ბევრ იმ დანაშაულს, რაც მოხდა იმ პერიოდში, დღეს დაკმაყოფილებულია და რუსეთმა წააგო ეს სასაამრთლო საქართველოსთან”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს სამართლებრივი ბრძოლა მოუგო ქვეყნისს დეოკუპაციის პროცესს ხელსს შეუწყობს.
ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ არის სხვადასხვა პროცესი სასამართლოებში, ამას ძალიან შეუწყობს ხელს და ბუნებრივია მთელ იმ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ინსტიტუტები, სადაც აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, ადამიანის უფლებებს, დარღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულებს, რაც იქნა ჩადენილი სწორედ ამ ომის პირობებში.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, საქართველო მარტო არ იქნება ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც უკვე ახალი პრეზიდენტიც და მისი გუნდიც საქართველოს ამოუდგება მხარში, რადგან სიმართლე, როგორც არაერთხელ გვითქვამს, არის ჩვენ მხარეს.
რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, ცხადია, ეს ვერდიქტი და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ შანსს უსპობს რაიმე რეალურობაზე ამისა, რადგან უამრავი დანაშაული მოხდა სწორედ რუსეთის მხრიდან.“ – განაცხადა წერეთელმა.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











