ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„2008 წლის აგვისტოს ომიდან და ჩვენი ქვეყნის ტრაგედიიდან ცამეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია რჩება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად“, – წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.
Thirteen years after the August 2008 War and the tragedy suffered by our country, occupation remains the biggest challenge faced by #Georgia. We once again call on Russia to end the #occupation and fulfill its obligations under the 2008 Ceasefire Agreement.
— Kakha Kaladze (@kakhakala) August 8, 2021











