“ეს ჩვეულებრივი პირდაპირი და ღია მუქარა იყო”- ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
“ეს ჩვეულებრივი პირდაპირი და ღია მუქარა იყო კობახიძის მხრიდან. თქვა, რომ პარტიებს რეგისტრაციიდან მოხსნის, საბიუჯეტო დაფინანსებას შეუწყვეტს , ოპოზიციურ მედიებს დაემუქრა. ეს იაფფასიანი დამოკიდებულება – მე დაგემუქრები და შენ შენი პრინციპები შეცვალე – როგორც წესი, არ ამართლებს. თუ ამ მუქარის შემდეგ კიდე ვინმე ფოქრობს პარლამენტში შესვლაზე, ყოჩაღ მათ.”- ამბობს სერგი კაპანაძე
შეგახსენებთ, დღეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას გეგმავენ.











