ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, მიგელ ანჰელ ვილიაროამ თანამდებობა დატოვა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ურიგოდ გაიკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვაქცინა იმ პერიოდში გაიკეთა, როდესაც გეგმის მიხედვით ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებს უნდა გაევლოთ.
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, თუმცა მკაფიოდ არ განუცხადებია, რომ ვილიარომ ვაქცინა გაიკეთა. თავად მიგელ ანჰელ ვილიაროას კომენტარი არ გაუკეთებია.











