ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია. მისი ხელმძღვანელობით დაიდო რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“,- წერს სოციალურ ქსელში ესტონელი პარლამენტარი.











