დღეიდან ესტონეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ვაქცინის მიღება 16 წელს და მის ზემოთ მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
ინფორმაციას ამის შესახებ DW-ი ავრცელებს.
ქვეყანაში BioNTech/Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინას 50 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის გამოიყენებენ.
მოსახლების დანარჩენი ნაწილი კი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესტონეთში კოვიდის 127,053 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,222-ს შეადგენს.











